15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს - ვინ შედის სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში

რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს. მერის სათათბირო ორგანო ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა.

ქალაქის ყოფილი მერები, მშენებლები, მეტალურგები, ექიმები, ქიმიკოსები, პედაგოგები, რომლებიც რუსთავის მერიის სათათბირო ორგანოში მუშაობას შეუდგებიან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ უკვე დაწყებული და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მერის სათათბირო ორგანო კანონის შესაბამისად მინიმუმ 3 თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.

დღის ამბები