19 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საძირკველში კაფსულა ჩაგდებულია - პროექტი "ბარცხანასა" და "თამარის" დასახლების მიმდებარე სანაპიროზე განხორციელდება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტი იწყება. "ამბასადორი ბათუმი აილენდი" ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული ცენტრი აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება.

"ამბასადორი ბათუმი აილენდს" პროექტის განხორციელებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით, 90 ჰექტარი ტერიტორია გადაეცა. ხელოვნური კუნძული "ბარცხანასა" და "თამარის" დასახლების მიმდებარე სანაპიროზე გაშენდება.

"ამბასადორი ჯგუფის" პირველი საინვესტიციო თანხა 100 მილიონ დოლარს მოიცავს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება. პროექტის დასრულება 2030 წლისათვის განისაზღვრა.

დღის ამბები