24 აგვისტო 2026,   09:05
ვრცლად
მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში - შილდაში დილიდან ძლიერი დაკვამლიანება იყო, თუმცა ამ ეტაპზე ავიაცია ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული

მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან კახეთში. შილდას ტყეში დილიდან ძლიერი დაკვამლიანება იყო, თუმცა ავიაციამ მოახერხა და ცეცხლის ქრობის პროცესში რამდენიმე საათია ჩაერთო. ახლა მეხანძრე მაშველთა მთავარი მიზანია, ხანძრის არეალი არ გაფართოვდეს. ტყეში რთულად მიუვალი ადგილი ბევრია. ამ მიზნით, ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზებაც მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მათი წარმომადგენლები. 

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების და დასახლებულ პუნქტებამდე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

დღის ამბები