გამოცემა Evening Standard-ი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ქალაქ ხერსონთან დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებია მიმოხილული.
ჟურნალისტი და სამხედრო ანალიტიკოსი რობერტ ფოქსი წერს, რომ ქალაქ ხერსონზე უკრაინელების მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებული კონტრშეტევის ისტორია იმდენადვე სიმბოლურია, რამდენადაც არსებითი.
"ქალაქ ხერსონზე უკრაინელების მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებული კონტრშეტევის ისტორია იმდენადვე სიმბოლურია, რამდენადაც არსებითი. უკრაინელების ძალებმა შეუტიეს 80-კილომეტრიან ფრონტს და მიზანში ჰქონდათ ხუთი ან ექვსი საკვანძო პუნქტი, რათა იზოლაციაში მოექციათ და გაენადგურებინათ რუსული ძალები ხერსონში. ხერსონი პირველი დიდი სტრატეგიული ქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს სამხრეთ უკრაინაში, 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის შემდეგ. შეიარაღებული ძალების მტკიცე რჩევის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, პირველ სექტემბრამდე მომხდარიყო იერიში ხერსონზე, რუსეთის მიერ დაკავებულ ქალაქზე", - წერს ფოქსი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სამხედრო მრჩეველების რჩევების მიუხედავად, ზელენსკის სურდა სწრაფი ქმედება, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის შეგრძნება მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას შეასუსტებს.
"სამხედრო მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინას, წარმატების უზრუნველსაყოფად, სჭირდებოდა უფრო სრულად გაწვრთნილი ძალები, ტაქტიკური და სტრატეგიული რეზერვებით. ზელენსკიმ სასწრაფოდ მოქმედება მოითხოვა, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის განცდა ძირს უთხრის მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას", - წერს ნათქვამია სტატიაში.