გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, წელს პირველად გორელი ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.
ბანაკმა, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადად უმასპინძლა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მერიის დაფინანსებით, საზაფხულო ბანაკი ბობნევშიც გაიხსნა, სადაც 400-მდე ბავშვმა დაისვენა.