09 ივლისი 2024,   03:45
ვრცლად
კიდევ ერთი სპეცოპერაცია გორში - პოლიციამ ერთი ნარკორეალიზატორი, ამჯერად, ჭალის დასახლებაში დააკავა

გორში დღეს დილიდან სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ერთი ნარკორეალიზატორი, ამჯერად, ჭალის დასახლებაში დააკავა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ქუჩა და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივების თქმით, დაკავებული პირი მათ უბანში ახალი გადმოსულია და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მიესალმებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 51 წლის მამაკაცი, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. ბრალი მას ქუჩაშივე განუმარტეს, ჩატარდა სამართლებრივი პროცედურები და ამ დროისთვის ის გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლშიც.

დღის ამბები