17 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე  - ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით,  საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას "უსამშობლო ხალხს" უწოდებს, რომლებსაც სახელმწიფო არ ადარდებთ. კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, როცა პროცესი დაწყებულია, სასწორზე დგას სახელმწიფოებრივი საკითხი  და ამ პროცესის დისკრედიტაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან საბოლოოდ სახელმწიფოს მომავალზე აისახება. 

„ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს,  საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ  არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება,  საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ყველა არჩევნებზე  ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭერა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები