05 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 16 პირი - რა ჩანს ფარულ კადრებში და როგორ მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, აჭარისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე სპეცოპერაცია ერთმანეთის პარალელურად ჩაატარეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელდა ფარული აუდიო-ვიდეო მასალებიც.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ამზადებენ სარეალიზაციოდ სავარაუდოდ დაკავებულები, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს და როგორ იღებენ  სანაცვლოდ თანხას. ასევე, მასალებში ჩანს, თუ როგორ დებენ სხვადასხვა ადგილას მომხმარებლებისთვის ნარკოტიკს, შემდეგ კი საფასურს ჩასარიცხი აპარატებიდან იხდიან. 

დღის ამბები