30 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
ნაწლავური ინფექციების გავრცელებამ პიკს მიაღწია - სტაციონარებში ადგილების სიმცირეა

ნაწლავური ვირუსების მქონე პაციენტების რიცხვმა მკვეთრად იმატა. კლინიკებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობა განსაკუთრებით არის გაზრდილი, თუმცა პაციენტების მიღების რესურსი აქვთ.

"გარკვეული სიმცირე ადგილებისა აღინიშნება, იმიტომ რომ მომართვიანობა მაღალია, რაც უფრო ახლოს არის კონტაქტი და უფრო მჭიდროა კონტაქტი მით მეტია გავრცელების რისკი როგორც ვირუსული ინფექციის, ისე ბაქტერიული ინფექციის. 

40-50 პაციენტი არის საშუალოდ მომართვიანობა ემერჯენსის დონეზე, სტაციონარში მუდმივად წევს მინიმუმ 150 პაციენტი, ამბულატორიულად კი საშუალოდ 100 პაციენტს ვიღებთ

თვეზე მეტია რაც ამ ტიპის ინფექციებმა მოიმატა, ახლა მატების პიკში ვიმყოფებით და ვვარაუდობთ რომ დაიკლებს რაოდენობა," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი. 

პაციენტების ნაკადი დიდია იაშვილის სახელობის კლინიკაშიც. როგორც მიმღები განყოფილების ექიმი ნატო ნათენაძე ამბობს, აღნიშნული პრობლემით, დღე-ღამის განმავლობაში ისინი 40-50 პაციენტს იღებენ. 

"ნაწლავური ინფექციები გადადის როგორც აირწვეთოვანი გზით, ასევე ფეკალურ ორალური გზით, შესაბამისად ეს იწვევს ასეთ გახშირებას," - ამბობს გათენაძე. 

დღის ამბები