03 მაისი 2024,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება საქართველოში, რომელიც საქართველო-თურქეთს შორის ინვესტიციების დამატებით შესაძლებლობებს განიხილავს - ლევან დავითაშვილი 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში ფორუმი იმართება. ღონისძიებაში საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის მთავარი თემაა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.
დღესვე ხელი მოეწერება საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება საქართველოში, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ინვესტიციების დამატებით შესაძლებლობებს განიხილავს. თურქეთის ვაჭრობის მინისტრს დღეს ჩამოჰყვა ძალიან ბევრი ბიზნესს წარმომადგენელი თურქეთიდან. იმდენი მაქვს, რომ პირდაპირი კონტაქტი დამყარდება რაც აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები