16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური- ორგანიზაცია დაფიონი განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონი" აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ჩვენი ბრძოლა გრძელდება

ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით.  ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. 
თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები. მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად,"- წერია განცხადებაში. 

დღის ამბები