30 აგვისტო 2026,   02:39
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლო ძმები კაკულიების საქმის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ძმები კაკულიების საქმის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს. დავით და გუგა კაკულიებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში ადაშაულებენ. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლა. დაკავებულები ფიგურირებენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ძმებმა სამართალდამცველებს ამ საკითხზე ჩვენება უკვე მისცეს.

დღის ამბები