24 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანის ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანის ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტი "არემჯი გოლდის" მიერ დაგეგმილ სამუშაოებს მოჰყვა, რომელიც ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სოფელთან ახლოს, 450 მეტრში იგეგმება სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება. მათი თქმით, თუ ოქროს მომპოვებელი კომპანია მათ რაიონში სამუშაოებს დაიწყებს, გარემო დაბინძურდება და ავარიული სახლები დაინგრევა. ნაწილი კი კომპანიის სამუშაოების დაწყებას ემხრობა. დაპირისპირება სოფელში სწორედ ამ საკითხს მოყვა.

დღის ამბები