მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელა. სახელმწიფო უწყებების იმ წარმომადგენლებმა, რომელთა კომპეტენციას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
სამუშაო ჯგუფის წევრები სამომავლო ქმედებებზე შეთანხმდნენ.