30 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
"მეგობრობისთვის მიწით არ იხდიან" - გზავნილი აქციიდან, რომელიც სოხუმში რუსეთისთვის ე.წ. სამთავრობო აგარაკების გადაცემის წინააღმდეგ იმართება

"მეგობრობისთვის მიწით არ იხდიან" - ეს ერთ-ერთი გზავნილია აქციიდან, რომელიც სოხუმში, რუსეთისთვის ე.წ. სამთავრობო აგარაკების გადაცემის წინააღმდეგ იმართება.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მდუმარე მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტები მონაწილეობდნენ. აქტივისტები ცდილობენ გავლენა იქონიონ მარიონეტულ რეჟიმზე, რათა ე.წ. პარლამენტმა მოსკოვთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინოს.

ამ შეთანხმებით დასასვენებელი კომპლექსების გარდა რუსეთის მფლობელობაში 200-მდე ჰექტარი ტერიტორიაც უნდა გადავიდეს, რომელიც სანაპირო ზოლსაც მოიცავს. საზოგადოების პროტესტის ფონზე დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს საკითხი გარე ძალებისგან და საქართველოს მთავრობის მიერ პროვოცირებულ ხელოვნურ პროცესად წარმოაჩინოს. 

დღის ამბები