07 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
მელიქიშვილის გამზირზე დღეიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება

სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე დღეიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება. გამზირზე ამ ეტაპისთვის მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, სრულად შეცვლილია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი. მისი განმარტებით, უახლოეს პერიოდში მელიქიშვილზე ტროტუარებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები