26 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ალა პუგაჩოვას სკანდალური პოსტი ომთან დაკავშირებით - "გთხოვთ, შემიყვანეთ ჩემი საყვარელი ქვეყნის აგენტების სიაში"

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში პირველად გამოეხმაურა. მან "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სრულ სოლიდარობას უცხადებს ქმარს, მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთმა "უცხო ქვეყნების აგენტების" სიაში შეიყვანა. პუგაჩოვა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში "ილუზორული მიზნებისთვის" იღუპებიან, რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრება გართულდა და ქვეყანა სამყაროსგან გაირიყა. 

"მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს," - წერს პუგაჩოვა.

გალკინი უცხოეთის აგენტების სიაში რუსეთმა 16 სექტემბერს შეიყვანა. მიზეზად უცხოური დაფინანსების უკრაინიდან მიღებაა მითითებული. უწყების ცნობით, ტელეწამყვანი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

ომის დაწყების შემდეგ გალკინმა და პუგაჩოვამ რუსეთი შვილებთან ერთად დატოვეს, მომღერალი და ბავშვები მოსკოვში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდნენ.

ასევე, ნახეთ : ალა პუგაჩოვამ ანდერძს ხელი მოაწერა - ვის უტოვებს ქონებას პრიმადონა

დღის ამბები