27 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ალა პუგაჩოვამ ანდერძს ხელი მოაწერა - ვის უტოვებს ქონებას პრიმადონა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში დაბრუნებულმა ალა პუგაჩოვამ ანდერძს მოაწერა ხელი.

"კომსომოლსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუგაჩოვას ძვირადღირებული უძრავი ქონების ნაწილია მოსკოვის ცენტრში მდებარე 300 კვ.მ. ფართის ბინა. უცნობია, თუ ვის ერგება ანდერძის მიხედვით აპარტამენტი, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქგარეთ მდებარე სახლი მომღერალმა დიდი ხნის წინ აჩუქა შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს, რომელსაც, ასევე, გადასცა მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა. 

ქალიშვილს, კრისტინა ორბაკაიტეს პუგაჩოვამ "ტვერსკაიაზე" მდებარე ხუთოთახიანი ბინა აჩუქა. 

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის ქმართან და შვილებთან ერთად, რამდენიმე თვით ჯერ ისრაელში, შემდეგ კი ლატვიაში იმყოფებოდა. 

დღის ამბები