19 სექტემბერი საქართველოს სამხედრო ავიაციის დღეა. 30 წლის იუბილე ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე აღნიშნეს.
თავდაცვის უწყების პირველმა პირებმა თარიღი პირად შემადგენლობას მიულოცეს, ისაუბრეს გამოწვევებსა და არსებულ მიღწევებზე.
"ჩვენ მივიღეთ 6 განახლებული მოიერიშე სუ-25, ასევე სამი მი-24 ტიპის ვერტმფრენი, 3 იროკეზის ტიპის ვერტმფრენი, სამი ან-2. ამით არ ვასრულებთ ჩვენს გეგმას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ავიაციის სრულ რეაბილიტაციას. გარდა ამისა კომერციულ პროექტად თბილ ავიამშენი საკმაოდ წარმატებული შპს-ა ჩვენი ქვეუწყება და მუშაობს კომერციულ პროექტებზე, რომ ცოდნა დარჩეს ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები,"-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.