დედის მკვლელობისთვის დაკავებულის სასამართლო პროცესი გრძელდება- დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
პროცესი დაიხურა, მიზეზი ბრალდებულის ასაკია. დედის სასტიკად მკვლელობაში 17 წლის ბიჭია ბრალდებული, დანაშაული 13 აგვისტოს მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მეგობარიც ეხმარებოდა.
პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ განიხილა ბრალდებულის წინასასამართლო სხდომის ეტაპი და მტკიცებულებები.
"სასამართლომ განიხილა წინასასამართლო ეტაპები და მტკიცებულებები. სხდომა დახურულა და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ ვიტყვი, რომ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რათა გამოვიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენი,"- აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.