15 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში - პრემიერი ტრანსფორმაციული განათლების სამიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია.

დღეს მქონდა პატივი, დავსწრებოდი ტრანსფორმაციული განათლების სამიტს და სიტყვით მიმემართა მონაწილე ლიდერებისადმი. ვრჩებით განათლების გარდაქმნის იდეის ერთგული ჩვენი ახალგაზრდობისთვის, უკეთესი მომავალის შესაქმნელად,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები