05 ოქტომბერი 2024,   00:58
ვრცლად
"როგორც კი კარი გაიღება, ბომბები აფეთქდება" - სავარაუდოდ, თავდამსხმელის მორიგი ვიდეო ვრცელდება

ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, "საქართველოს ბანკის" ფილიალშია გადაღებული, სადაც შეიარაღებულ პირს 12 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. 

კადრებში ჩანს კართან დამაგრებული 2 მოწყობილობა და ისმის საუბარი, რომ თუ კარი გაიღება, ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოვა მოქმედებაში. 

მანამდე გავრცელებულ ვიდეოში მან განაცხადა, რომ 3 საათში 2 მლნ დოლარის მიღებას ითხოვს. 

დღის ამბები