27 ივლისი 2024,   04:42
ვრცლად
2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი - მორიგ ვიდეოში შეიარაღებულმა პირმა მოთხოვნები გაზარდა

"ფეისბუქის" კიდევ ერთ ლაივვიდეოში, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილმა ადამიანმა ადგილიდან ჩართო, თავდამსხმელი ახალ მოთხოვნებს ასახელებს - 2 მლნ დოლარის გარდა, მას ვერტმფრენის, რუსეთის დროშის და ანკესის მიღება სურს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 12 პირი. სავარაუდოდ, მას აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობებიც

ბანკის შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სახანძრო მანქანები. 

დღის ამბები