"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე საააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
საქმეზე კომენტარი გაკეთდა ქართულ ოცნებაში, უმრავლესობაში ამბობენ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმაში, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური ლიდერია.
"ნიკა გვარამია არის ნამდვილად პოლიტიკური ლიდერი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის თავისი რესურსებით, მაგრამ აქ არის შეჯიბრება დაცვის დ ბრალდების მხარის. მას შემდეგ რაც განაჩენი იქნება გამოტანილი საზოგადოებას ექნება საშუალება შეაფასოს სასამართლოს გადწყვეტილება,"- აცხადებს ვოლსკი.