29 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
პროკურატურა: ასპინძის რაიონში 2021 წლის 29 დეკემბერს მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება, ასპინძის რაიონში 2021 წლის 29 დეკემბერს მომხდარ მკვლელობას. 

უწყების ცნობით, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის თანახმად მსჯავრდადებულს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტში, ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს, დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები