01 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
ვლადიმირ პუტინი მობილიზაციას აცხადებს და ნატოს ბირთვული იარაღით ემუქრება - რა გამოიწვია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამ და რა გეგმები აქვთ კრემლში

როგორ აიცილონ თავიდან ომში წასვლა? ეს არის ახლა რუსი მამაკაცების მთავარი საზრუნავი, რომლებსაც დილით პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოუცხადა. მობილიზაცია ნაწილობრივია, თუმცა ის 300 ათას მოქალაქეს ეხება.

"თან იქონიეთ პასპორტი და სამხედრო ბილეთი" - უწყება უკვე მიუვიდა ათობით ათას რუს მამაკაცს, რომელიც რეზერვშია ან როდისმე რაიმე შეხება ჰქონდა ჯართან. უარის შემთხვევაში ომში გაწვეულებს დაჭერით ემუქრებიან.

დაკავებები უკვე დაიწყო. ვრცელდება დასისხლიანებული მოქლაქეების კადრები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, სადაც უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის არის მოსკოვი. სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეთა ჯგუფები გამოვიდნენ ტომსკში, ირკუტსკში, ბარნაულში, იაკუტსკში, ულან-უდეში, კრასნოიარსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში.

მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი რუსეთის სავაჭრო ბირჟამ ვარდნა დაიწყო. უკეთეს მდგომარეობაში არც ფულია - ერთი დოლარის ღირებულება 62 რუბლი გახდა, თუმცა კრემლს არც ეკონომიკური ვარდნა აჩერებს და არც მოსახლეობის პროტესტი, რუსეთის დუმამ სასწრაფო წესით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. დღეიდან ნებისმიერი მოქალაქეს რომელიც გაწვევაზე უარს იტყვის, დეზერტირი გახდება ან ტყვედ ჩაბარდება, 3-დან 10 წლამდე ციხე ემუქრება.

დღის ამბები