სუსის სასწავლო ცენტრს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ოფისის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. ცენტრის დირექტორმა სტუმრებს სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა, მიაწოდა მათი საქმიანობის, მიმდინარე პროექტების, სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებ ინფორმაცია.
საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.