30 აგვისტო 2026,   08:54
ვრცლად
გადაწყვეტილება წარმატებულია იმ კუთხით, რომ კაჭარავასთან მიმართებით, სასამართლომ დარღვევა დაადგინა - ადვოკატი მარიკაშვილი

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მარიკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება წარმატებულია იმ კუთხით, რომ კაჭარავასთან მიმართებით სასამართლომ დარღვევა დაადგინა.

"ამ გადაწყვეტილებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის წარმატებული იმ კუთხით, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევა და სწორედ ის პრობლემული საკითხები დაინახა ამ საქმეში კაჭარავასთან მიმართებით, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. არის საუბარი რამდენიმე საკითხზე, რომელთა მიმართებითაც ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ, შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ჩვენ ამაზე დამატებით ვმსჯელობთ, ვმუშაობთ. ამით იყო განპირობებული თუნდაც ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ განცხადება არ გაგვიკეთებია. თუკი არ დავეთანხმებით ამ ყველაფერს, არის გზები იმისთვის, რომ ვცადოთ ჩვენი პოზიციის დაცვა," - აცხადებს მარიკაშვილი.

დღის ამბები