უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში - ამის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
სამხედრო ალიანსსში აცახდებენ, რომ მოკავშირეები არც ახლა და არც მომავალში არ აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.
"დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ყალბ რეფერენდუმებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ეს იქნება გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ მათ უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას" - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.