თბილისის სატრანსპორტო რეფორმას ფრაქცია ლელოს საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე აფასებს. ბუაძე ქალაქში არსებულ საცობებზე და მეტროსადგურებში შექმნილ გადაადგილების პრობლემაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს.
ლელოს საკრებულოს წევრმა კახა კალაძეს რიგგარეშე სესიაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წარმომადგენლებმა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების ხელმძღვანელს მიმართეს.
ოპონენტებს უმრავლესობიდან გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრამდე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო.