23 აგვისტო 2026,   21:55
ვრცლად
რუსთავში რუსთავქლაქობის აღსანიშნავად ემზადებიან

განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი ქალაქის დღესასწაული, 25 სექტემბერს საღამოს 8 საათზე, რუსთავში კოსტავას გამზირზე შედგება. 

კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტით, ქალაქის დღესასწაულს  რუსთავში პირველად აღნიშნავენ.

პირველი იქნება რუსთავში კონცერტი  დღესასწაულის მთავარი სტუმრის, ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდის, ნანი ბრეგვაძისთვისაც, რომელიც  რუსთავში კონცერტს პირველად მართავს.

რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობანანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე,  თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილოს ხელმძღვანელობით მიულოცავენ

ამ ეტაპზე, მომღერლები ბოლო რეპეტიციებს გადიან ორკესტრთან  ერთად. 
 
ქალაქის დღესასწაული, რუსთავში ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

პანდემიის გამო აღებული ორწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავქალაქობის წლევანდელ სტუმრებს, ქართული მუსიკის დღესასწაულით უმასპინძლებს რუსთავი.

დღის ამბები