30 აგვისტო 2026,   17:16
ვრცლად
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის საქმე -სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმე უნდა გამოიკითხოს

პოლიციელის საქმეზე დღეს სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართება. საუბარია შემთხვევაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, წყნეთში მოხდა, როცა გამოძიების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე მისული სამართალდამცველის იარაღიდან გავარდნილმა ტყვიამ მოქალაქე იმსხვერპლა.

დღეს ბრალდების მხარის მოწმე უნდა გამოიკითხოს.

გამოძიება საქმეზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს.

დღის ამბები