გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოისმინა ანგარიში პროექტზე "ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში".
პროექტი "საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 77, 537 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა, მომზადდა ტყის მართვის გეგმები.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 482 ათას ლარს შეადგენს და ის 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.