02 სექტემბერი 2026,   04:09
ვრცლად
ცოტა რთული თამაში იყო, ხარისხით შეიძლება ისეთი არ იყო, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ - ხვიჩა კვარაცხელია

საგზური "ფლეი ოფში" და ჯგუფში საუკეთესო გუნდი - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "დინამო არენაზე" მისული 55 ათასი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებისგან წარმატებას ელოდა. მოლოდინი გამართლდა.

პირველი გოლი, ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, საკუთარ კარში მაკედონიელთა ფორვარდმა გაიტანა. მეორე გოლის ავტორი კი ბუდუ ზივზივაძის გადაცემის შედეგად ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

"ცოტა რთული თამაში იყო. ხარისხით შეიძლება ისეთი არ იყო, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით ყველა კმაყოფილია ამ შედეგით," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია აცხადებს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად ითამაშა.

"მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა ბურთით, ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობით რა თქმა უნდა სხვაობა მოვახდინეთ, მნიშვნელოვან მომენტებში ითამაშეს ძალიან კარგად," - აცხადებს გურამ კაშია.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები