თბილისი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალურ შეხვედრას მასპინძლობს.
ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა.