საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო - გერმანიის ტრადიციულად მტკიცე- მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა ქვეყნებს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, საუბარი შეეხო ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესსაც.