24 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სატყეო სამსახურის ახალი ოფისი ექნება

წლის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სატყეო სამსახურის ახალი ოფისი ექნება - ზუგდიდში მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვება და განახლებულ სივრცეში მოქალაქეები ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ.

პროექტისთვის მილიონ ასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიმდინარე სამშენებლო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეცნო.

დღის ამბები