15 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ "საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა "რეფერენდუმების" შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას  ე.წ. კენჭისყრაში მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

დღის ამბები