ე.წ. გარეჯის საქმე დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. უფლებადამცველების თქმით, მათთვის უცნობია, რომელი მოწმეები გამოიკითხებიან. ადვოკატები ასევე განმარტავენ, რომ ყველა დღემდე გამოკითხულმა მოწმემ ბრალდებულების უდანაშაულობა დაადასტურა.
პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს. ბრალდებულები სასამართლომ გასულ წელს გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.