27 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
"სამწუხაროდ, სიცოცხლის ნიშანწყალს არ ავლენენ" - ახალი დეტალები თეთნულდზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე

თეთნულდზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ცოტა ხნის წინ ბოლო ინფორმაცია "კურიერს" მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიაწოდა.

ზაურ ჩართოლანის ინფორმაციით, ლიეტუველი მთამსვლელები, უკვე სავარაუდოდ, დაღუპულები არიან.

"ვიზუალურმა შემოფრენითმა დაზვერვამ მონახა ჯგუფი. სამწუხაროდ, სიცოცხლის ნიშანწყალს არ ავლენენ. უფრო მეტის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა მაშველები ადგილამდე მიაღწევენ. დროში ვერ განვსაზღვრავთ, ეს რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს," - განუცხადა "კურიერს" ზაურ ჩართოლანმა.

ცნობისთვის, თეთნულდზე ლიეტუველი მთამსვლელების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამი მთამსვლელის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია და ამ წუთებში მაშველები მათთან მიახლოებას ცდილობენ.

დღის ამბები