08 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოში ნაღდი ფულის სახით, სხვადასხვა ვალუტაში დაახლოებით მილიონ 400 ათასი ლარის ეკვივალენტი შემოიტანა.

იმისათვის, რომ აქტივების წარმოშობის წყაროს ეჭვი არ გამოეწვია, ბრალდებული საბაჟო დეკლარაციაში არასწორ მონაცემებს აფიქსირებდა.

მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული არალეგალური შემოსავლები, უძრავი ქონების და ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად გამოიყენა.

დღის ამბები