26 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა - რა კომენტარი გააკეთა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა სპორტსმენმა

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს პირველად, სასამართლო სხდომას დაესწრება. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი სასამართლოში დედასთან ერთად მივიდა.

ის პროცესზე პირველად შეხვდება პირისპირ მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს, რომელიც მას ძალადობის ბრალდებებს უყენებს.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები.

"როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესი არ დამთავრდება მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

დღის ამბები