30 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
აშშ-დან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგი მიხეილ სააკაშვილთან გვიან ღამით შევიდა - ჯეიმს კობი დამატებითი კვლევების საჭიროებაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გამოკვლევების ჩასატარებლად კლინიკა "ვივამედში" წუხელ გვიან ღამით შევიდა.

თავდაპირველად დღის განმავლობაში მიღებული უარის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა უცხოელი ექსპერტის შესვლასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ჯეიმს კობმა კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოკვლევების შემდეგ განაცხადა, რომ უფრო თვალსაჩინო შედეგისთვის საჭიროა ჩატარდეს მეტი კვლევა.

დღის ამბები