მიმართულებით მომუშავე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსი ექიმები მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ, რომელიც ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
შეხვედრის მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები დარგში არსებულ გამოწვევებზე 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.