19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ღვინის დღეების გახსნასთან დაკავშირებით გურიაში გამოფენა-გაყიდვა და კულტურული ღონისძიებები იმართება

ღვინის დღეების გახსნისთვის დიდი სამზადისი იყო გურიაშიც. გამოფენა გაყიდვა კულტურული ღონისძიებების თანხლებით მათ შორის ოზურგეთშიც მიმდინარეობს. საფესტივალო სივრცეში, რომელიც ქალაქის ცენტრში, სამკუთხა სკვერში მდებარეობს, უკვე განლაგებულია ყველა საჭირო დეკორაცია.

გამოფენა-გაყიდვასთან ერთად აქვე მიმდინარეობს ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება.

ღონისძიებები კონცერტით დაიხურება, რომელშიც ანსამბლი "აფხაზეთი" მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები