19 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ "რიჰოსა" და მესტიის სალოტბარო სკოლას ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ "რიჰოსა" და მესტიის სალოტბარო სკოლას ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიება მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.

დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით მიმდინარე და გასულ წლებში 339 ათასი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოცხადდა.

დღის ამბები