19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
ბორჯომში ღვინის ფესტივალი გაიმართა - საფესტივალო სივრცე ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო

ბორჯომში, ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი კომპანია. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მესხური მწვანე, ფანასკერტელის მარანი, თამარის ვაზი და სხვა ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები და მესხური ყველი ტენილი. მოეწყო ასევე მასტერკლასი და  სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. 

ფესტივალს ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები