პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ერთ წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა.
ნაცვლიშვილი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "იუნსკოს" წერილობით მიმართავენ.