20 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
კვარაცხელიას მორიგი წარმატებული გამოსვლა ევროსარბიელზე - "ნაპოლის" შემტევი პირველი ქართველი გახდა ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს

პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის "აიქსის" წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. მთელი მატჩის განმავლობაში 21 წლის ქართველი შემტევი გამორჩეული იყო. მან მოედანზე 77 წუთი გაატარა ამ დროის მანძილზე ბურთს 52-ჯერ შეეხო და ოთხი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ამსტერდამის "აიაქსის" კარში გულშემატკივართან ერთად ფეხბურთელის ოჯახის წევრებმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს.

"ნაპოლიმ" ამსტერდამის "აიაქსისს" ორი მატჩის ჯამში 10 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 3 ბურთი მიიღო, "აიაქსის" დამარცხებით ნეაპოლიტანურმა კლუბმა "ჩემპიონთა ლიგის" პლეი-ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა.

კვარცხელიას შთამბეჭდავ თამაშს ტრადიციულად ეხმაურება სპორტული პრესა, მსოფლიოს წამყვანი გამოცემები 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობით აღფრთოვანებულები არიან.

მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" საშინაო თამაშები სრული ანშლაგის ფონზე მიმდინარეობს, სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე "ნაპოლის" წარმატებას იტალიელებთან ერთად ქართველი გულშემატკივრებიც ზეიმობენ.

სამ თვეში ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანელების საყვარელ ფეხბურთელად იქცა, 21 წლის ქართველ შემტევზე იტალიელი გულშემატკივრები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ. კვარაცხელიას სურათები, პოსტერები და გრაფიტი ქალაქის ქუჩებში მრავლად არის.იტალიელმა ტიფოზებმა ცნობილი ჰიტი "FREEDOM FROM DESIRE" გაადაკეთეს და ქართველ ფეხბურთელს მიუღძვნეს.

დღის ამბები