11 მაისი 2024,   14:17
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა. ზესტაფონში, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის მოპოვების მიზნით, მოქალაქეებს, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ, გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი.

მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა. ასევე აღმოჩენილია ე.წ. ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებული იყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი. უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული დაილუქა.

დღის ამბები